შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხარაგაულის გაზგამანაწილებელ სადგურში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
სამუშაოების დასრულების შედეგად, სადგურის გაზმომარაგება აღდგენილია. მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
სამუშაოების მიზანს გაზმომარაგების სისტემის გამართული და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.