GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

ოდორანტის ტრანსპორტირება სამტრედიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში

✕
ოდორანტის ტრანსპორტირება სამტრედიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება სამტრედიის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ახალსოფლის და პრომეთე-დვაბზუს გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.


აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.