გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი - ზუგდიდის მაგისტრალურ გაზსადენზე 24 აგვისტოს 06:00 საათიდან 25 აგვისტოს 18:00 საათამდე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 24 აგვისტოს 06:00 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის, წალენჯიხისა და ხობის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, ხოლო 25 აგვისტოს 06:00 საათიდან ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ წალენჯიხას, ჯვარს, ზუგდიდს, ხობს და შემდეგ სოფლებს:
წალენჯიხის გაზგამანაწილებელი სადგური: ლია, ეწერი, ფახულანი, მუჟავა, ჭალე, ზედა საჩინო, ნარაზენი, სამესხია, ნაკიფუ, ნანჯარუ, ულურია, ლეჟა, ლარა, ლეჯოლოხე, ლეღვინჯილე, ზღვაიას დასახლება, კუხეში, ნაგურუ, ლეშამგე, ლეხარჩილე, საჩინო, ლეკაკულე, ჯგალი, ლესალე, ლეთკანთი.
ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგური: ახალაბასთუმანი, ახალსოფელი, ბაში, ზედა ეწერი, ინგირი, კორცხელი, კოლხიდა, ნაცატუ, ნაწულუკუ, ოდიში, ოირემე, ოფაჩხაფუ, რიყე, რუხი, უჩაშონა, ტყაია, ურთა, აბასთუმანი, შამადელა, შამგონა, ჩხორია, ჩხოუში, ცაიში, ცაცხვი, ძველი აბასთუმანი, ძველი ხიბულა, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ჭკადუაში, ხეცერა, ჯუმი.
ხობის გაზგამანაწილებელი სადგური: ხამისკური, პირველი მაისი, ბულიწყუ, გურიფული, დასახლება, დღვაბა, ზემო ქვალონი, ზენი, თორსა, კთხენოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ნოჯიხევი, ოხვამეკარი, საბუკიო, საკვიკვინიო, საკუკავო, საქირიო, სახოჭოლავო, ხეთა, ჭითაუშქური, ჭიხუ.
ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგური: ანაკლია, ახალკახათი, განმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდინეძი, დიდინეძის კახათი, კახათი, კოკი, ორსანტია, ოქტომბერი, ხურჩა.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.