GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

 

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 19  აგვისტოს 06:00 საათიდან 20 აგვისტოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ განთიადის, ბოსლევისა, მაშავერას და დმანისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

 

კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ დმანისს და შემდეგ სოფლებს:

 

განთიადის გაზგამანაწილებელი სადგური: განთიადი, ჯავახი, ტნუსი, შინდლარი, კიზილქილისა.

 

ბოსლევის გაზგამანაწილებელი სადგური: ბოსლევი, აზკაკლიანი.

 

მაშავერას გაზგამანაწილებელი სადგური: მაშავერა, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი.

 

დმანისის გაზგამანაწილებელი სადგური: ქვემო ოროზმანი, ზემო ოროზმანი, მთისძირი, ვაკე, ბაზაქლო, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი, ირგანჩაი, პანტიანი, დალარი, იაგუფლო, შახმარლო, კამარლო.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.