გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ჭიათურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების გამო 13 აგვისტოს 08:00 საათიდან 14 აგვისტოს 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ჭიათურას და ჭიათურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: წინსოფელი, ჭილოვანი, პერევისა, შუქრუთი, ითხვისი, კალაური, წასრი, გუნდაეთი, მერევი, მღვიმევი, რგანი, დარკვეთი, ნავარძეთი, ზედა რგანი, ბუნიკაური, სარქველეთუბანი.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.