GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

ოდორანტის ტრანსპორტირება ფოთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში

ოდორანტის ტრანსპორტირება ფოთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს განხორციელდება ოდორანტის ტრანსპორტირება ფოთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ფოთის და ურეკის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.


აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.