გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სამტრედიის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 6 აგვისტოს 07:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ სამტრედიას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: პატარა ეწერი, მელაური, ხუნჯულაური.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.