გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 4 აგვისტოს 06:00 საათიდან 6 აგვისტოს 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ახალქალაქის, ახალციხის, ტაბაწყურისა და ბალანთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი: ქალაქი ახალქალაქი, ბავრა, დ. ხორენია, დილისკა, ვაჩიანი, თახჩა, კარტიკამი, კიროვაკანი, კულიკამი, კუმურდო, მარტუნი, მურჯახეთი, ჩამდურა, ხოსპიო, ხულგუმო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი: ქალაქი ნინოწმინდა, დ.გონდურა, დ.ხანჩალი, დ.არაგიალი, დილიფი, თორია, კათნატუ, მამწვარა, ოროჯალარი, პ.ხანჩალი, პ.ხორენია, პ.გონდურა, პ.არაგიალი, სათხა, საღამო, სპასოვკა, უჩმანა, ფოკა, ყაურმა, ყულალისი, ჯიგრაშენი, ეშტია.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.