საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილიალები სისტემატურად ახორციელებენ გაზგამანაწილებელი სადგურებისა და მაგისტრალური გაზსადენების გაწმენდისა და მოწესრიგების სამუშაოებს.
სამუშაოები უზრუნველყოფს გაზმომარაგების უსაფრთხოებასა და საიმედოობას, ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და მომხმარებლებისთვის გაზის განუწყვეტელ მიწოდებას.
შპს ,, საქართველოს გაზის ტრანსპორტრირების კომპანია“აგრძელებს ინფრასტრუქტურის მუდმივ მონიტორინგს, რათა მაღალი სტანდარტით უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება.