GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქსტატის საიუბილეო ღონისძიებაზე

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქსტატის საიუბილეო ღონისძიებაზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაარსებიდან 107 წლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა. შეხვედრაზე შეჯამდა სამსახურის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, მიღწეული წარმატებები და სამომავლო გეგმები.


ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტნიორი ორგანიზაციების ღვაწლის დაფასებას. სტატისტიკური ინფორმაციის დროულად და მაღალი ხარისხით მოწოდებისთვის, სპეციალური საპატიო სიგელით დაჯილდოვდა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს კომპანიის მაღალ პასუხისმგებლობას და ეფექტიან თანამშრომლობას ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.


შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი მადლობას უხდის საქსტატს ნდობისა და გადმოცემული საპატიო ჯილდოსთვის, ხოლო საკუთარ თანამშრომლებს - გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქსტატის საიუბილეო ღონისძიებაზე Image1
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქსტატის საიუბილეო ღონისძიებაზე Image2