გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წალენჯიხის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს, კერძოდ, აღნიშნულ კვანძზე მოეწყობა მრიცხველი აღრიცხვის მეორე ხაზზე, ხოლო პირველ ხაზზე დამონტაჟდება ონკანი.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 23 ივლისის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ წალენჯიხის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ ჯვარს, ქალაქ წალენჯიხას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს:
ლეშამგე, ლია, ლეხარჩილე, ეწერი, საჩინო, ფახულანი, ლეკაკულე, მუჟავა, ჯგალი, ჭალე, ლესალე, ზედა საჩინო, ლეთკანთი, ნარაზენი, სამესხია, ნაკიფუ, ნანჯარუ, ულურია, ლეჟა, ლარა, ლეჯოლოხე, ლეღვინჯილე, ზღვაიას დასახლება, კუხეში, ნაგურუ.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.