ქუთაისი 1-ის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია.
რეკონსტრუქციის ფარგლებში გაიზარდა სადგურის შემომავალი ხაზის დიამეტრი, ასევე დამონტაჟდა ორხაზიანი აღრიცხვის კვანძი, რაც გაზმომარაგების სისტემის გამტარუნარიანობასა და საიმედოობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებელთა უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.