GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი 1-ის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს.


აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 13 ივლისის 08:00 საათიდან 15 ივლისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.


კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ ქუთაისს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვიტირი, ზედა მესხეთი.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.