საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 45,1 კმ-ზე შეიცვალა სახაზო ონკანი, სრულად განახლებულია ბოლნისისა და კაზრეთის განშტოებების ონკანები, ასევე აღნიშნულ მაგისტრალზე შეიცვალა კოროზირებული მილების მონაკვეთები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე ეტაპით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დასრულებულია. ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა მოხდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით, კერძოდ:
ქვემო ქართლი - თეთრიწყარო, თამარისი, თაფანი, ბოლნისი, ქვეში, კაზრეთი, დმანისი, გომარეთი, წალკა, აიაზმა.
სამცხე-ჯავახეთი - ბარალეთი, ახალციხე, უდე, აბასთუმანი, თოთხემი, ახალქალაქი.
მოსახლეობისათვის გაზმომარაგების მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.