GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაცნობებთ, რომ წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 24,4 კმ-ზე მდებარე გამზომი კვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა, ტექნიკური და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.


აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა მოხდა ქვემო ქართლის მიმართულებით, კერძოდ: აზიზქენდის, მუღანლოს, კოდას, მამედისა და მარნეულის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებისთვის.


მოსახლეობისათვის გაზმომარაგების მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება Image1
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება Image2
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება Image3
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება Image4
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება Image5