გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე.
სამუშაოები მოიცავს ონკანისა და მარნეულის გამზომი კვანძის რეკონსტრუქციას, ბოლნისისა და კაზრეთის გამანაწილებელი სადგურების განშტოების ონკანების შეცვლას, სახაზო ონკანის შეცვლას, გაზის გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს და კოროზირებული მონაკვეთის შეცვლას.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.