განათლება:
დავით ვარდიაშვილს განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, სადაც მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია. ასევე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული - სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
აკადემიური საქმიანობა:
მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ასევე სამეცნიერო მონოგრაფიისა და არაერთი ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
პროფესიული გამოცდილება:
დავით ვარდიაშვილს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურებში.
მას სხვადასხვა პერიოდში ეკავა შემდეგი თანამდებობები:
- მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
- საბაჟო გაფორმების დეპარტამენტის უფროსი
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ცენტრის უფროსი
- კახეთისა და იმერეთის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილე
- მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე
მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა მაღალ პოზიციებზე: - შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის პირველი მოადგილე
- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ფინანსურ საკითხებში
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
- სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორი შესყიდვების და ლოჯისტიკის მიმართულებით
- სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის პირველ მოადგილე.