Youtube Facebook

მისია და სტრატეგია

Mission icon

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მისიაა შექმნას და უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა, რომელიც პასუხობს დღეს არსებულ მოთხოვნებსა და მომავლის გამოწვევებს.

კომპანია 1999 წლიდან უწყვეტად მუშაობს რათა უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობა და უსაფრთხოება. ამ მისიის ფარგლებში კომპანია ხაზს უსვამს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის ტექნიკური სრულყოფის მნიშვნელობას, რაც ეფექტიან, უსაფრთხო და პროგნოზირებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას განაპირობებს.

კომპანიის სტრატეგიული ხედვა ემყარება სამი მთავარი მიმართულების თანმიმდევრულ განხორციელებას

  • ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც აძლიერებს ტრანსპორტირების შესაძლებლობებს და ზრდის სისტემის კონკურენტუნარიანობას;
  • სისტემის მდგრადობისა და ენერგოეფექტიანობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს როგორც არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე მომავალი საჭიროებებისთვის ადაპტაციას;
  • რეგიონული ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს გაზის ბაზრის კავშირს და ჰარმონიზაციას რეგიონისა და მსოფლიოს ენერგეტიკულ ქსელებთან.
Strategy icon

სტრატეგია ასახავს კომპანიის ერთიან, გრძელვადიან მიზანს — გამოიყენოს საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, უზრუნველყოს ენერგიის საიმედო მიწოდება და იყოს ძლიერი და ანგარიშგასაწევი პარტნიორი რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.