GGTC - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
Youtube Facebook

სიახლეები

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [23/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

წალენჯიხის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, აღნიშნულ კვანძზე მოეწყო მრიცხველი აღრიცხვის მეორე ხაზზე, ხოლო პირველ ხაზზე დამონტაჟდა ონკანი.


სადგურის გაზმომამარაგება აღდგენილია და შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [21/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წალენჯიხის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს, კერძოდ, აღნიშნულ კვანძზე მოეწყობა მრიცხველი აღრიცხვის მეორე ხაზზე, ხოლო პირველ ხაზზე დამონტაჟდება ონკანი.

 

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 23 ივლისის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ წალენჯიხის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.


კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ ჯვარს, ქალაქ წალენჯიხას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს:


ლეშამგე, ლია, ლეხარჩილე, ეწერი, საჩინო, ფახულანი, ლეკაკულე, მუჟავა, ჯგალი, ჭალე, ლესალე, ზედა საჩინო, ლეთკანთი, ნარაზენი, სამესხია, ნაკიფუ, ნანჯარუ, ულურია, ლეჟა, ლარა, ლეჯოლოხე, ლეღვინჯილე, ზღვაიას დასახლება, კუხეში, ნაგურუ.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [15/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

ქუთაისი 1-ის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულებულია.


რეკონსტრუქციის ფარგლებში გაიზარდა სადგურის შემომავალი ხაზის დიამეტრი, ასევე დამონტაჟდა ორხაზიანი აღრიცხვის კვანძი, რაც გაზმომარაგების სისტემის გამტარუნარიანობასა და საიმედოობას მნიშვნელოვნად გაზრდის.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებელთა უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [10/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი 2-ის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარეაბილიტაციო, შემოვლითი ხაზის და გამქრევი სანთლის ონკანების შეცვლის სამუშაოები დასრულდა და დაიწყო ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა ქუთაისი 2, ბაღდათი, აჯამეთი - გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებისთვის.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [08/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი 1-ის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს.


აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 13 ივლისის 08:00 საათიდან 15 ივლისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.


კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ ქუთაისს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ქვიტირი, ზედა მესხეთი.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [08/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 45,1 კმ-ზე შეიცვალა სახაზო ონკანი, სრულად განახლებულია ბოლნისისა და კაზრეთის განშტოებების ონკანები, ასევე აღნიშნულ მაგისტრალზე შეიცვალა კოროზირებული მილების მონაკვეთები.


აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე ეტაპით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დასრულებულია. ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა მოხდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის  მიმართულებით, კერძოდ: 


ქვემო ქართლი - თეთრიწყარო, თამარისი, თაფანი, ბოლნისი, ქვეში, კაზრეთი, დმანისი, გომარეთი, წალკა, აიაზმა.


სამცხე-ჯავახეთი - ბარალეთი, ახალციხე, უდე, აბასთუმანი, თოთხემი, ახალქალაქი.


მოსახლეობისათვის გაზმომარაგების მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [07/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საგურამო - ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ქუთაისი 2-ის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარეაბილიტაციო, შემოვლითი ხაზის და გამქრევი სანთლის ონკანების შეცვლას განახორციელებს.


აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 10 ივლისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგი გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს: ქუთაისი 2, ბაღდათი, აჯამეთი.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ბაღდათის მუნიციპალიტეტი: ბაღდათი, ვარციხე, დიმი, როკითი, დიდველა, პირველი ობჩა, ფერსათი, წითელხევი, ნერგეთი, წყალთაშოა, დაფენილი, წაბლარასხევი, საიმედო, მეორე ობჩა.


ქუთაისის მუნიციპალიტეტი: ქუთაისი, გელათი, გოდოგანი, ზარათი, მეჩხერი, კურსები,მოწამეთა, ნოღა, რიონი, სარბევი, სორმონი, ჯიმასტარო, ბროლიქედი, კვახჭირი, ნაგარევი, ოდილაური, ჭალასთავი, ჭოგნარი.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტი: აჯამეთი.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [07/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაცნობებთ, რომ წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 24,4 კმ-ზე მდებარე გამზომი კვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა, ტექნიკური და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.


აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა მოხდა ქვემო ქართლის მიმართულებით, კერძოდ: აზიზქენდის, მუღანლოს, კოდას, მამედისა და მარნეულის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებისთვის.


მოსახლეობისათვის გაზმომარაგების მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [06/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე.


სამუშაოები მოიცავს ონკანისა და მარნეულის გამზომი კვანძის რეკონსტრუქციას, ბოლნისისა და კაზრეთის გამანაწილებელი სადგურების განშტოების ონკანების შეცვლას, სახაზო ონკანის შეცვლას, გაზის გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს და კოროზირებული მონაკვეთის შეცვლას.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [01/07]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 24,4 კმ-სა და 45,1 კმ-ზე სახაზო ონკანების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.


აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 6 ივლისის 06:00 საათიდან 9 ივლისის 09:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგი გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს: აზიზქენდი, მუღანლო, მარნეული, მამედი, თეთრიწყარო, თამარისი, თაფანი, ბოლნისი, სოფელი ქვეში, კაზრეთი, მაშავერა, ბოსლები, დმანისი, დაგარახლო, ყარაბულახი, გომარეთი, თრიალეთი, წალკა, ტაბაწყური, ბალანთა, ხიზაბავრა, ასპინძა, ჭაჭარაქი, ვალე, აბასთუმანი, უდე, გოდერძი, ახალქალაქი, ალასტანი, ბარალეთი, თოთხემი, დამალა, ახალციხე, ინტერგაზი (ვალე), პამაჯი და მამედი.


კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:


მარნეულის მუნიციპალიტეტი: ახკულა, ქალაქი მარნეული, იმირი, ხიხანი, წერეთელი, იმირჟალა, დიდი მუღანლო, მირზოვკა, წითელისოფილი, ლეჟბადინი, ბაილარი, დაშტაფა, ქეშალო, საიმერლო, ქვემოსარალი, ალგეთის მევენახეობა, თამარისი, თექალო, ილმაზლო, ალავარი, ქერქჩ მუღანლო, ამბაროვკა, დიოკნისი, ხანჯიგაზლო, ზემო სარალი, ბალახაური, კაჩაგანი, კირიხლო, ხიდისყური, ენიკენდი, ზემო კულარი, მუხრანა, ახლომახმუდლი, ქვემო კულარი, ტალავერი, არაფლო, კასუმლო, სავანეთი, დამია-გეურარხი, ულაჩლო, ჭაპალა, სადახლო, ბეითარაფჩი, ზემო არქევანი, კიროვკა, მარადისი, ქვემო არქევანი, დამია, აღმამედლო, ხატავეთი, მოლაოღლი, კუშჩუ, მამხუთი, ცოფი, ბაითალო, საბირკენტი, ხულდარა, სეიდგოჯალო, აზისკენტი, ბურმა, ბუდიონოვკა, გაჯისაკენტი, შაუმიანი, ახლოლაკი, ბაიდარი, შაუმიანის საკონტროლო, შულავერი, თაზაკენტი, წერაქვი, ალგეთი, ქუტლიარი, სიონი.


დმანისის მუნიციპალიტეტი: გომარეთი, განთიადი, ჯავახი, ტნუსი, შინდლარი, კიზილქილისა, დაგარახლო, კიროვისი (იფნარი), ზემო კარაბულახი, ახალი გოდაგდაგი, ქვემო კარაბულახი, კიზილაჯლო, ბოსლები, აზკაკლიანი, მაშავერა, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, ქალაქი დმანისი, ქვემო ოროზმანი, ზემო ოროზმანი, მთისძირი, ვაკე, ბაზაქლო, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი, ირგანჩაი, პანტიანი, დალარი, იაგუფლო, შახმარლო, კამარლო.


ბოლნისის მუნიციპალიტეტი: აკაურთა, დისველი, ვანათი, ზემო ბოლნისი, მწყნეთი, რატევანი, რაჭისუბანი, სამტრედო, სოფ. ბოლნისი, ქვემო ბოლნისი, ხატისსოფელი, ქ. ბოლნისი, დაბა კაზრეთი, ბალიჭი, დაბა თამარისი, ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, გეტა, დარბაზი, ძეძვნარიანი, წიფორი, იწრია, კიანეთი, ჯავშანიანი, ქვეში, ძველი ქვეში, ფოცხვერიანი, ჭრეში, ტანძია, ხახალჯვარი. 


სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტი.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.

გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით   [26/06]
გაზის მრიცხველების ინსპექტირება და განახლება საქართველოს მასშტაბით

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისა და მეტროლოგიის დეპარტამენტი განაგრძობს საქართველოს მასშტაბით გაზგასამართ სადგურებზე დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას.


ბოლო 6 თვის განმავლობაში, დეპარტამენტის სპეციალისტებმა თერჯოლის, ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, საირმის, წალენჯიხის, სამტრედიის, კახეთისა და სხვა რეგიონების გაზგასამართ სადგურებზე წარმატებით შეასრულეს მრიცხველების შეცვლისა და ახალი მრიცხველების დამონტაჟების სამუშაოები.


პარალელურად, პროფილაქტიკის მიზნით, მიმდინარეობს მრიცხველების მოხსნა და დაყენება, კერძოდ მათი დემონტაჟი, გაწმენდა, შემოწმება და ხელახალი მონტაჟი. ნაწილი მათგანი შემდგომში გადის სტანდარტიზაციასა და სტენდზე შემოწმებას, რის შედეგადაც დგინდება მოწყობილობის ზუსტი ფუნქციონირება და გაზომვების სისწორე.


განხორციელებული ღონისძიებები მოიცავს როგორც მორიგი პრევენციული შეცვლის, ისე დაზიანებული მოწყობილობების გამოცვლისა და ახლად შექმნილი ობიექტების სრული ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის სამუშაოებს, ასევე მრიცხველების გაწმენდასა და შემოწმებას. ორივე ღონისძიება, მრიცხველების შეცვლა და მათი პროფილაქტიკა, მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით.




გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში   [05/06]
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ (GGTC) დასავლეთის ფილიალში გამწვანების აქცია გამართა.


ღონისძიების ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებმა დარგეს ნერგები, მათ ასევე ჩაუტარდათ მოკლე საინფორმაციო ტრენინგი გარემოსდაცვით საკითხებზე, რომლის მიზანიც ცნობიერების ამაღლება და გარემოს დაცვის მიმართულებით პასუხისმგებლიანი მიდგომების ხელშეწყობაა.


ინიციატივის მიზანია გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება და თითოეული თანამშრომლის პირადი წვლილის წარმოჩენა ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს შექმნაში.


ერთად ვზრუნავთ გარემოზე!




საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [21/05]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

ბოსლევისა და სენაკის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და დაიწყო ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა ბოსლევის, სენაკის სამხედრო ბაზის და ,,გაზკო+''- გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებისთვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობის ფონზე გაიმართა   [26/05]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობის ფონზე გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველი ხალხისთვის თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ერთიანობისა და განვითარების სიმბოლოს წარმოადგენს. 26 მაისი არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიული გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია, არამედ იმ ღირებულებების გამოხატულებაა, რომლებზეც თანამედროვე საქართველო შენდება — თავისუფლება, პროგრესი, პასუხისმგებლობა და მომავლისკენ სწრაფვა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები გაიმართა.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გენერალური დირექტორის დავით ვარდიაშვილის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ენერგეტიკული სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. კომპანიის ჩართულობა მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლისა და ბუნებრივი გაზის სისტემის განვითარების მიმართულებით განხორციელებული მასშტაბური პროექტების გაცნობას. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ინგა ფხალაძე, რომელმაც სტუმრებს ენერგეტიკული სფეროს მიმდინარე და სამომავლო ინიციატივები წარუდგინა, მათ შორის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ წარმოდგენილი ექსპოზიციები და შემეცნებითი აქტივობები.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საგამოფენო სივრცის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების მასშტაბური ვიზუალური რუკა, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სრულ სურათს წარმოადგენდა. რუკაზე ასახული იყო როგორც საქართველოს შიდა მაგისტრალური გაზსადენების ქსელი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის ტრანზიტული გაზსადენები, რომლებიც ქვეყანას რეგიონულ ენერგეტიკულ დერეფანში მნიშვნელოვან ფუნქციას ანიჭებს. აღნიშნულმა ექსპოზიციამ დამთვალიერებლებს საშუალება მისცა უკეთ გაცნობოდნენ იმ ფართომასშტაბიან სისტემას, რომლის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ყოველდღიურად უზრუნველყოფს მოსახლეობისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ენერგომომარაგებას.


ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი გაზის, როგორც შედარებით ნაკლებემისიური ენერგორესურსის, მნიშვნელობის წარმოჩენას. სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ბუნებრივი გაზის როლის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, გარემოზე ზემოქმედების შემცირებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ენერგეტიკის მომავლის, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესების შესახებ.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ მოწყობილ საგანმანათლებლო სივრცეში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო უსაფრთხოების კულტურის პოპულარიზაციასა და ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას. სპეციალურად შექმნილი ინტერაქტიული სახლის მაკეტის მეშვეობით, პატარა სტუმრები გასართობ და შემეცნებით გარემოში ეცნობოდნენ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების ძირითად წესებს. პრაქტიკული და ვიზუალური აქტივობები ბავშვებს შესაძლებლობას აძლევდა თავად მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა დავალებაში და უკეთ გაეაზრებინათ უსაფრთხოების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [19/05]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

2026 წლის 21 მაისს, ბოსლევის გაზგამანაწილებელ სადგურში დაგეგმილი სარემონტო-სარეაბლიტიაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევის მომხმარებლებს.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ და ეფექტიან შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.



საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [19/05]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

2026 წლის 20 მაისს, სენაკის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელ სადგურში დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურისა და შპს ,,გაზკო+’’- ის მომხმარებლებს - სენაკის სამხედრო ბაზას, ქალაქ სენაკს და შემდეგ სოფლებს: მენჯი, ნოსირი, ძველი სენაკი, ახალისოფელი, გეჯეთი, თეკლათი, ლეძაძამე, მეორე ნოსირი, ნოქალაქევი, ზემო ჭალადიდი,ზემო სორტა.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ და ეფექტიან შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად.

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა   [08/05]
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმას მიმდებარე ტერიტორიაზე, „წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის“ 300 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე დაფიქსირებული დაზიანების სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.


კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა უწყვეტ რეჟიმში, უსაფრთხოების ყველა ნორმისა და ტექნიკური სტანდარტის სრული დაცვით განახორციელეს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და გაზსადენის სისტემური შემოწმება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად უზრუნველყოფილია მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა აბონენტებისთვის. გაზმომარაგების პროცესი ხორციელდება კონტროლირებად რეჟიმში, რათა სრულად იყოს დაცული სისტემის სტაბილურობა და უსაფრთხოება.

წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის ინტენსიური გაჟონვა   [07/05]
წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის  მაგისტრალურ გაზსადენზე დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის ინტენსიური გაჟონვა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმას მიმდებარე ტერიტორიაზე, „წითელი ხიდი – წალკა – ახალქალაქის“ 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 131.8 კმ მონაკვეთზე დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის ინტენსიური გაჟონვა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 30-50 გრძივი მეტრი დაზიანებული გაზსადენის შეცვლა. სამუშაოების სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 20-24 საათს.


აღნიშნული სამუშაოების პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ აიაზმას, ასევე, ონკანების გადაკეტვის შედეგად წნევის დაცემის გამო შესაძლებელია რამდენიმე საათით გაზმომარაგება შეუწყდეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვა დასახლებებსაც.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს ყველა აუცილებელ ტექნიკურ და უსაფრთხოების ღონისძიებას დაზიანების უმოკლეს ვადაში აღმოსაფხვრელად და გაზმომარაგების აღსადგენად.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება   [05/05]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება

ყარადაღ–თბილისის 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის  505,8  მონაკვეთზე  დაფიქსირდა  დაზიანება, რის შედეგადაც მოხდა ბუნებრივი გაზის გაჟონვა.


საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განახორციელა მყისიერი რეაგირება და  უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს ავარიული მონაკვეთის ლოკალიზაცია და საფრთხის სრულად აღმოფხვრა.

ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოების შესახებ   [30/04]
ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოების შესახებ

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ საზოგადოებას აცნობებს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილიკაურთან, ცენტრალური გაზსადენის მონაკვეთზე დაფიქსირებული დაზიანების (გაზის გაჟონვის) სალიკვიდაციო სამუშაოები სრულად დასრულებულია.


კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რის შედეგადაც ოპერატიულად განხორციელდა ავარიული მონაკვეთის იზოლირება, დაცლა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები წარიმართა უწყვეტ რეჟიმში, მაღალი პასუხისმგებლობით და უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ნორმისა და სტანდარტის სრული დაცვით.


ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად არის აღდგენილი და სისტემა ფუნქციონირებს სტაბილურ რეჟიმში.


კომპანია მადლობას უხდის მომხმარებლებს მოთმინებისა და თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება.

საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [29/04]
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილიკაურთან, ცენტრალური გაზსადენის მონაკვეთზე დაფიქსირდა გაზის გაჟონვა, აღნიშნული მონაკვეთი მდებარეობს უშუალოდ საავტომობილო გზის ზონაში და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.


უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავარიული სიტუაციის დროული ლიკვიდაციის მიზნით, ამა წლის 29 აპრილს, დილის 06:00 საათიდან განხორციელდება მაგისტრალური გაზსადენის შესაბამისი მონაკვეთის გათიშვა (სახაზო ურდულების გადაკეტვა), რის შედეგადაც მოხდება ავარიულ უბანზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება.


აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ზესტაფონის შემდგომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დროებით შეიზღუდება ბუნებრივი გაზის მიწოდება ბოსლევის, ხარაგაულის, წევისა და აჭარის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.


სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია იმავე დღეს, 29 აპრილის 21:00 საათამდე, რის შემდეგაც ეტაპობრივად აღდგება გაზმომარაგება.


კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და უზრუნველყოფს, რომ სამუშაოები განხორციელდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში და სრული უსაფრთხოების დაცვით.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [22/12]
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

გაცნობებთ,რომ ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ'' ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 57,1 კილომეტრიან მონაკვეთზე სახაზო ურდულის ახლით შეცვლის სამუშაოები დაასრულა, აღდგენილია სადგურის გაზმომარაგება და შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს.   შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [18/12]
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

გაცნობებთ, რომ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა ახალქალაქისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელ სადგურებში, აღდგენილია სადგურების გაზმომამარაგება და შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს.   „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [18/12]
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ: ვლადიკავკაზ–თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 57,1 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია სახაზო ურდულის ახლით შეცვლის სამუშაოები.

(სახაზო ურდული – სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გაზსადენში გაზის ნაკადის დროებით შეზღუდვის ან სრულად გადაკეტვისთვის სარემონტო სამუშაოების დროს.)

სამუშაოების განხორციელების გამო, 20 დეკემბრის 09:00 საათიდან 21 დეკემბრის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება ცდოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ცდო, გველეთი.

 სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება გაზგამანაწილებელ სადგურში, ხოლო მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [17/12]
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

გაცნობებთ, რომ ‘’შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ ახალქალაქის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.


აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 18 დეკემბერს, 11:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.


კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ ახალქალაქს და შემდეგ სოფლებს: ბავრა, განძა, დ.გონდურა, დ.ხანჩალი, დ.ხორენია, დ.არაგიალი, დილისკა, დილიფი, ვაჩიანი, თახჩა, თორია, კათნატუ, კარტიკამი, კიროვაკანი, კულიკამი, კუმურდო, მამცვარა, მარტუნი, მურჯახეთი, ნინოწმინდა, ოროჯალარი, პ.ხანჩალი, პ.ხორენია, პ.გონდურა, პ.არაგიალი, სათხა, საღამო, სპასოვკა, უჯმანა, ფოკა, ღაურმა, ღულალი, ჩამდურა, ხოსპიო, ხულგუმო, ჯიგრაშენი, ჰეშტია.


ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [16/12]
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

გაცნობებთ, რომ ‘’შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ კოპიტნარის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.


აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 18 დეკემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.


ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [04/12]
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა ლაითურის გაზგამანაწილებელ სადგურში, აღდგენილია სადგურის გაზმომამარაგება და შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს.


„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [02/12]
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

გაცნობებთ, რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ ლაითურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. 


აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 დეკემბერს, 14:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.


კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლიხაური, აჭი, გოგორეთი, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ დაბებს: ლაითური, ნარუჯა. 


ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები   [25/11]
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

გაცნობებთ,რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ გაჩიანის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.


ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.


შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.