გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს  გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გამარჯვების გაზგამანაწილებელი  სადგურის განშტოებაზე, განახორციელებს სარემონტო სამუშაოებს.
 აქედან გამომდინარე,  მიმდინარე წლის 1 აგვისტოს 11:00 საათიდან 2აგვისტოს 16:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს.
 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.