გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს  გაზის ტრანსპორტირების კომპანია”  გამარჯვების გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე, განახორციელებს სარემონტო სამუშაოებს.
 აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს 06:00 საათიდან  20:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გამარჯვებასა და ფოლადაანთკარს.
 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.