შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. 
ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს " სოკარ ჯორჯია გაზი". 
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.