გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 150.0 კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 ივლისის 06:00-დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ციხისძირის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ანანური, ზოტიკიანთკარი, პავლეური, შალიკაანთკარი, ცივწყარო, ციხისძირი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.