განცხადება

11.07.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ზესტაფონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 15 ივლისის 05:00-დან 20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ქვედა საქარა, დილიკაური, ზედა ბოსლევი, რკვია, შორაპანი, ტაბაკინი, ზედა კლდეეთი, თვრინი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.