განცხადება

17.12.2025

გაცნობებთ, რომ ‘’შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ ახალქალაქის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 18 დეკემბერს, 11:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ ახალქალაქს და შემდეგ სოფლებს: ბავრა, განძა, დ.გონდურა, დ.ხანჩალი, დ.ხორენია, დ.არაგიალი, დილისკა, დილიფი, ვაჩიანი, თახჩა, თორია, კათნატუ, კარტიკამი, კიროვაკანი, კულიკამი, კუმურდო, მამცვარა, მარტუნი, მურჯახეთი, ნინოწმინდა, ოროჯალარი, პ.ხანჩალი, პ.ხორენია, პ.გონდურა, პ.არაგიალი, სათხა, საღამო, სპასოვკა, უჯმანა, ფოკა, ღაურმა, ღულალი, ჩამდურა, ხოსპიო, ხულგუმო, ჯიგრაშენი, ჰეშტია.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.