ახალი ამბები

10.06.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 194.0 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 12 ივნისის 08:00 საათიდან 13 ივნისის18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაზგამანაწილებელი სადგურ „შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებს.
07.06.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის კასპის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 ივნისს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კასპის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
05.06.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
01.06.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლები ორგანიზაციის "ბავშვი და გარემო" დახმარებით ნორიოს მცირე საოჯახო ტიპის სახლს ეწვივნენ, აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.