ახალი ამბები

11.07.2023
დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დააზიანა ქუთაისი-სოხუმის DN500მმ მაგისტრალური გაზსადენი. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საავარიო მდგომარეობიდან გამომდინარე პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და კონკრეტულ მონაკვეთზე გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირება აღდგეს.
05.07.2023
6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
30.06.2023
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ბრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
28.06.2023
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მ/წ 30 ივნისს, ბრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.