ახალი ამბები

01.06.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლები ორგანიზაციის "ბავშვი და გარემო" დახმარებით ნორიოს მცირე საოჯახო ტიპის სახლს ეწვივნენ, აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
31.05.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 5 ივნისს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზემო მაჩხაანის, ზემო ქედის, თავწყაროს, გამარჯვება 2-ისა და დედოფლისწყაროს გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
26.05.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი - მიხეილ შალამბერიძე სხვა ენერგეტიკული კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის ციხეს ეწვია და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
22.05.2024
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული მაგისტრალის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები განხორციელდა.