ახალი ამბები
11.06.2015
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების: პირველი მაისის, გაუწყინარის, თხმელარის, მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ახორცეიელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლების მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. სამივე სოფლის გაზსადენის ჯამური სიგრძე 36452 გრძივი მეტრია. განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 862 ოჯახს.
09.06.2015
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის და სოფლების: შეკვეთილის, ქვემო ნატანების და ზემო ნატანების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები. ამ ეტაპზე დაწყებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები. გაზსადენის საპროექტო სიგრძე 32 855 გრძივი მეტრია. განხორცილებული სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა დაბა ურეკში მცხოვრებ 878 ოჯახს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ოქტომბერში.
30.04.2015
30 აპრილს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებმა მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული სისხლის ბანკის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
03.03.2013
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და ”არმროსგაზპრომის” წარმომადგენლები ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, სომხეთ-საქართველოს საზღვართან, გაზის ონკანებს ცვლიან. გაზსადენზე ექვსი ონკანი შეიცვლება. სომხეთის გაზმომარაგება ხვალ, 9 აგვისტოს საღამოს აღდგება. საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეექმნება.