ახალი ამბები

15.07.2016
საქარათველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის № 303 განკარგულების თანახმად,  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების გაზიფიცირების უზრუნველსაყოფის მიზნით  ხორციელდება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები.             
15.07.2016
საქარათველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის № 303 განკარგულების თანახმად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად ხორციელდება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები.    
11.07.2016
მიმდინარე წლის 10 ივლისიდან დაიწყო „ყაზახ-საგურამოს“ სატრანზიტო DN-1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მოიცავს მწყობრიდან გამოსული N303-ე და N304-ე საონკანო კვანძების ახლით შეცვლას, სავარაუდო გამჭოლი კოროზიული ხვრელებისა და საიზოლაციო საფარის აღდგენას, ასევე ბაქო-თბილისის სარკინიგზო გადასასვლელის ქვეშ არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სრულად შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რაც შეთანხმებულია როგორც სომხეთის რესპუბლიკასთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ერთი-ორად გაიზრდება გაზსადენის უსაფრთხოებისა და ეფექტური მართვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემცირდება მილსადენიდან ბუნებრივი გაზის დანაკარგი.    
08.07.2016
  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის კმ.ნ. 85+00-სა და ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია კმ.ნ. 173+500-ზე. მდინარე ბიდარას მარცხენა ნაპირზე განვითარებულმა ეროზიულმა პროცესებმა გააშიშვლა მილსადენი და დააზიანა საექსპლუატაციო დერეფანი. აღნიშნული პროცესების ლიკვიდაციის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ დამუშავდა ფერდის აღდგენის პროექტი გაბიონების წყებით. ამ ეტაპზე ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივლისამდე დასრულდება.