ახალი ამბები

12.12.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ  „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება. აღნიშნულის გამო, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დილის 06:00-დან 08:00საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეუწყდეთ ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს (ქ. ზესტაფონი, დაბა შორაპანი, სოფლები: ქვედა და ზედა საქარა,  დილიკაური, კვალიათი, ცხრა წყარო, არგვეთა, კლდეთი, ტაბიკინი და თვრინი). შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
05.12.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ დაბა ვალეს გაზგამანაწილებელ სადგურზე დაგეგმილია სარემონტო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება დაბა ვალეს, ასევე სოფლებს: ნაოხრებს, წყალთბილასა და აბათხევს.  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
01.12.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოები. კერძოდ, ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში ავტომატური ოდორიზაციის კვანძი დამონტაჟდა და  ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტესტირების სამუშაოები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას.
10.11.2016
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაზიანდა „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის DN-150მმ მაღალი წნევის მილსადენი. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩალაუბანსა და მელაანში, ასევე კომერციულ ობიექტზე - „გამა+“. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში დაუყოვნებლივ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, კომპანიის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.