ახალი ამბები

31.08.2017
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.  კერძოდ, შეკეთდება დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურება კოროზიული ხვრელები. სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ამორტიზებული სახაზო ონკანების ნაცვლად დამონტაჟდება ორი ახალი ჩამკეტი ონკანი, ახლადაშენებული მონაკვეთი კი მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში ჩაირთვება. შესაბამისი სარემონტო სამუშაოები “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის 83.1-108.8 კილომეტრებს შორის მონაკვეთში წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად მოიხსნება გაზსადენის დაზიანების საფრთხე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამა წლის 1 სექტემბერს 00:00 საათიდან მოსალოდნელია წნევების შემცირება, ხოლო დილის 07:00დან 20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის (ჩუმლაყი, ახაშენი, ველისციხე, მუკუზანი, ვაზისუბანი, კალაური, ვაჩნაძიანი, კახიფარი, ვეჯინი, ქალაქი და სოფელი  გურჯაანი, ძირკოკი, ჭანდარი, ზეგაანი, შაშიანი, ყიტაანი და კოლაგი), ლაგოდეხისა (ჭაბუკიანი, გიორგეთი, ვერხვის მინდორი, აფენი, გვიმრიანი, ფოდაანი, ზემო და ქვემო ნაშოვარი, ბაღდათი, ონანაური, ქევხიანი, არეშფერანი, ხოშატიანი, ზემო და ქვემო ბოლქვი, ბებურიანი, მირსკისეული, აბაშისწყალი, ქალქვა-ნამესრალი, ლელიანი-შუა პლანი, ლაფნიანი, ფიჩხიბოგირი, გუჯარეთი, ქალაქი ლაგოდეხი, მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, ცოდნისკარი, თელა, ჩადუნიანი, წიფლისწყარო, ვარდისუბანი, სვიდება, მშვიდობიანი, ჭიაური, წითელგორი, თამარიანი, ჰერეთისკარი, კართუბანი, კაბალი, ყარაჯალა, განჯალა, უზუნთალა) და ყვარლის (ქალაქი ყვარელი, სოფლები: გრემი, ენისელი, შილდა, გავაზი, სანავარდო, კუჭატანი, წიწკაანთსერი, ზინობიანი, ახალსოფელი, მთისძირი, საბუე) მუნიციპალიტეტების სოფლებს.
21.08.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აბასთუმნის ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი სადგურის მოქმედ „ახალციხე-უდეს“ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დილის 07:00დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების -  უდეს, არალისა და წარბასთუმნის მოსახლეობას.
21.08.2017
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. კერძოდ, მიმდინარეობს „თელავი-ახმეტის“ ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დილის 07:00დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქების - თელავისა და ახმეტის, ასევე სოფლების: ნაფარეულის, გულგულას, ოჟიოსა და ქისტაურის მოსახლეობას.