ახალი ამბები

14.09.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN - 300 მმ -იან მაგისტრალურ გაზსადენზე  სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული გაზსადენის რეაბილიტაციისას 25 - 50 კილომეტრებს შორის  მოხდება კოროზირებული მონაკვეთის შეცვლა, ხოლო მდინარე თელიან ველზე არსებული 100 მმ საჰაერო გადასასვლელი  შეიცვლება ახალი 300 მმ გაზსადენით. მიმდინარე სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას. ზემოთ აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს 06:00 საათიდან -20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს: ბადიაურს, მზისგულს, დუზაგრამას, იორმუღანლოს, ლამბალოს, ქეშალოს, თულარსა და კაზლარს.
14.09.2017
  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, ენერგეტიკის მინისტრ ბატონ ილია ელოშვილთან ერთად ,,აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული ”აზერის”, ”ჩირაგის”, ”გიუნეშლის” ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ” (Azeri-Chirag-Deepwater Gunashli Production Sharing Agreement) შეთანხმების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ილია ელოშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური მისალოცი მიმართვა გადასცა. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  მილსადენი, ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. საქართველოში მილსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა და დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. მილსადენი "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.