ახალი ამბები

03.11.2017
მიმდინარე წლის  2 ნოემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, ენერგეტიკის მინისტრ ბატონ ილია ელოშვილთან ერთად თურქმენეთის ნავთობისა და გაზის რიგით 22-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც განხილული იქნა რეგიონის ენერგოუსაფრთოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნლოვანია თურქმენეთთან სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის. ასევე კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა “Expo OGP 2017”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ნავთობისა და გაზის სექტორის მსოფლიოს უმსხვილესი კერძო და სახელმწიფო კომპანიები.         
18.10.2017
  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ გარეშე პირის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალური გაზსადენი, რის გამოც აღნიშნული მილსადენის 83-ე კილომეტრზე აუცილებელი გახდა სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს: ჩალაუბანს, მელაანს, კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ “რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ DN-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ბუნებრივი გაზის მიწოდება მილსადენის შეკეთების დასრულებისთანავე აღდგება.
11.10.2017
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო - პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს,   რომლის დროსაც წინანდლის განშტოებაზე,  115,00 – 0,8 კმ-ზე, DN – 219 მმ -იანი კოროზირებული კომპენსატორის გამოცვლა მოხდება. აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში,  DN – 100 მმ -იანი მაღალი წნევის ახალი ონკანი დამონტაჟდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს: აკურას, ვანთას, ბუშეტს, ქვემო ხოდაშენს, წინანდალს, ნასამხრალს, კისისხევსა და კონდოლს.