ახალი ამბები

22.01.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის გაზიფიცირებას ახორციელებს. ბუქსიეთის, ბჟოლიეთის წიფნაგვარასა და ხევის 338 კომლი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში კომპანია, 26,897 გრძივი მეტრის სიგრძის მქონე გაზსადენს ააშენებს.
15.01.2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 155 კმ-ზე გამოვლენილი ბუნებრივი გაზის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
10.01.2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესას, ზემო ჩიბათისა და ქვემო ჩიბათის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. 
09.01.2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გეჯეთი,ნოქალაქევი, მეორე ნოსირი,ძველი სენაკი,ზედა სორტასა და ქვედა სორტაში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.