ახალი ამბები

07.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ “ "საგურამო-ქუთაისის“ DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის 205-ე კმ-ზე დაასრულა  მდინარე რიონზე აგებული საჰაერო გადასასვლელის დაგრძელების სამუშაოები, რათა თავიდან იქნეს  აცილებული სტიქიის შემთხვევაში გაზსადენის დაზიანების შესაძლებლობა. ამიტომ საჭირო გახდა  ახლადაშენებული 67 მეტრი სიგრძის  გაზსადენის  მოქმედ მაგისტრალში  შეჭრა. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება მიმდინარე წლის  8 აგვისტოს 05:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ გეგუთისა და  მიმდებარე დასახლებების „სოკარ ჯორჯია გაზის“ 3500 აბონენტს. ასევე შესაძლებელია ბუნებრივი გაზის მომარაგებაში შეფერხება შეექმნას ქალაქ წყალტუბოს 11032 აბონენტს   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. კომპანია  სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას იმისათვის, რომ მოხსნილი იყოს გაზსადენების დაზიანების ნებისმიერი საფრთხე და სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული  სამუშაოები უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების საიმედო გაზმომარაგებას.
07.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების(მამხუტი, ხატავეთი, ქვემო არქვანი, ზემო არქვანი, გეტა) გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. ჯამში აიგება 52 190 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელიც 1199 აბონენტს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.   
03.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 143 კმ-ზე, სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დროსაც მდინარე არყალისხევზე მიწისქვეშა გადასასვლელი მიწისზედა გადასასვლელით შეიცვლება. მდინარემ ადიდების შედეგად გააშიშვლა გაზსადენი და საშიშროება შეექმნა მის ფუნქციონირებას. განმეორებითი ბუნებრივი სტიქიის შემთხვევაში იქნებოდა საფრთხე გაზსადენის დაზიანებისა. ამიტომ, პრევენციის მიზნით კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა სამუშაოები აღნიშნულ გაზსადენზე.  დამუშავდა საინჟინრო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიწისზედა გადასასვლელის აგებას, რაც უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ მუშაობას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქვეყნის უსაფრთხო და საიმედო  გაზმომარაგების მიზნით, მუდმივად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს.     
03.08.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, სენაკის (გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა, ქვედა სორტა), ლაგოდეხის (დავითიანი, შეერთება, ქვემო გურგენიანი, ზემო გურგენიანი, ხიზაბავრა, ზემო ხიზა)  დედოფლისწყაროსა (არხილოსკალო, ქვემო ქედი) და თერჯოლის (ჩიხორი) მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. ჯამში აიგება 203654 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომელიც 3778 აბონენტს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. მალე სამუშაოები დაიწყება დედოფლისწყაროს კიდევ 3 სოფელში: საბათლო, ფიროსმანსა და სამთაწყაროში, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთვება 742 ოჯახი. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.