ახალი ამბები
14.09.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რის გამოც მიმდინარე წლის 22 აგვისტოს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თბილისში, თბილავიამშენის დასახლების 480 სოციალურ და 18 კომერციულ აბონენტს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანია სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის აქტიურად ახორციელებს შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.
11.09.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში გეგმიური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აღდგენილ იქნა რედუცირების მეორე ხაზი, რომელზეც დამონტაჟდა 2 ცალი ახალი DN-100 მმ ონკანი და ასევე DN-100 მმ რეგულატორი. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ განახლებულ იქნა ძველი დაზიანებული ფილტრი.
11.09.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ყარადაღ-თბილისის DN-800მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელდა. კერძოდ, აღნიშნული მილსადენის 468.5-ე კილომეტრზე მდინარე ალგეთზე გამორეცხილი მონაკვეთის ჩაღრმავების სამუშაოები შესრულდა. პროექტის ფარგლებში, გაზსადენის 65 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი შეიცვალა ახლით.
10.09.2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში გეგმიურ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 12:00დან 16:00 საათამდე შეუწყდება ქალაქ გურჯაანისა და სოფლების: გურჯაანის, ჭანდარის, დირკოკისა და კოლაგის აბონენტებს. კომპანიიის მიერ გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეწლის 12 სექტემბერს განხორციელდება ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურშიც, რის გამოც ბუნებრივი გაზის მიწოდება 13:00დან 15:00 საათამდე შეუწყდება სოფლების: ჩუმლაყისა და ყიტაანის აბონენტებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის. კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტი, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.