ახალი ამბები
19.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზგამანაწილებელ სადგურ "გარდაბანში", სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში შეიცვლება 300 მმ დიამეტრის მქონე 12 ერთეული ონკანი. ამასთან, სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება გაზგამანაწილებელი სადგურის ძირითად დანადგარებზე.
19.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია „გორი-ქარელის“ DN 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის ახლადაშენებული ,,ფცა-ჩორჩანას“ 17 კმ-იანი მონაკვეთის მოქმედ „საგურამო-ქუთაისის“ DN 700 მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს.
10.07.2019
2019 წლის 10 ივლისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ განახორციელა რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო და ახლადაშენებული გგს-ების მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სამუშაოები.
09.07.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭალასა და აცანას გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.