გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 484,0 კილომეტრზე გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 17 ივნისს 07:00 საათიდან 19 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ახალი სამგორისა და ნასა+ ის გაზგამანაწილებელ სადგურებს.
კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალი სამგორი, ფოლადაანთ კარი, პატარა გამარჯვება.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.