ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ნორიოს მცირე საოჯახო სახლში

01.06.2025

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლები, ტრადიციულად, ნორიოს მცირე ტიპის საოჯახო სახლს ეწვივნენ და აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.

კომპანიის თანამშრომლებმა პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დღე განსაკუთრებულად ლამაზი კი ანიმატორების მიერ წარმოდგენილმა საპნის ბუშტებისა და ილუზიონისტის შოუმ გახადა. 

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წლებია ცდილობს, გაახაროს და გაულამაზოს ბავშვებს ეს დღე. კომპანიას აღნიშნული დღის ორგანიზებაში ორგანიზაციამ “ბავშვი და გარემო” გაუწია დახმარება.