განცხადება

10.06.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია  სნოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 13 ივნისის 10:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებს. 

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აჩხოტი, ახალციხე, ქოსელი, კარკუჩა, სნო, ჯუთა, ფანშეტი, არშა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.