განცხადება

11.06.2025

 გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 0.0 და 16.8 კილომეტრებს შორის არსებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.