ახალი ამბები

02.12.2025
შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია’’ ლიათურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
02.12.2025
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია (GGTC) საქართველოში ბუნებრივი გაზის უწყვეტი და უსაფრთხო გზებით მიწოდების მთავარი საყრდენია. ბოლო ათწლეულის მანძილზე მსოფლიოში სულ უფრო მზარდია ყურადღება ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსებისადმი, რაც პირდაპირ უკავშირდება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. 🔹ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგომომარაგებისთვის, არამედ გარემოს დაცვის თვალსაზრისითაც: მისი გამოყენება ამცირებს სათბური აირების ემისიებს, ამსუბუქებს ეკოლოგიურ ტვირთს და ხელს უწყობს კლიმატ-გონივრულ განვითარებას. ბუნებრივი გაზის ხელმისაწვდომობა ახდენს ტყეების მასობრივი ჭრის თავიდან აცილებას, გარემოს დაცვას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას - რაც მწვანე საქართველოს მშენებლობისკენ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯია!
25.11.2025
გაცნობებთ,რომ შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ’’ გაჩიანის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
21.11.2025
გაცნობებთ, რომ შპს ''საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია'' გაჩიანის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.