გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს შპს ‘’საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ კახეთის სამმართველოს მიერ განხორციელდა ოდორანტის ტრანსპორტირება წნორის, სიღნაღის, კარდენახის და კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით.
აღნიშნული ქმედება აუცილებელია ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე. ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა დაფიქსირდეს ნივთიერების მცირე სუნი, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.