დასრულებული პროექტები

26/09/2019
დღეს, 26 სექტემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს. 
25/09/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ , მცხეთის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის ფრეზეთის, უფურეთისა და ახალდაბას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
10/09/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სვირის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში  აშენდა 10 175 გრძივი მეტრის გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 147 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.
30/08/2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჩხორიას, დავითიანის, ოქტომბერისა და დიდი ნეძის კახათის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
12/02/2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: მუხიანისა და ბროწეულას გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.
  123456789