​გაზიფიცირების სამუშაოები სამეგრელოს რეგიონში

27/01/2021
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, სამეგრელოში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის  მარტვილის, სენაკისა და ზუგდიდის 14 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 171 572 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1781 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. 
ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია  52 დასახლებულ პუნქტში. აშენდა ორი მკვებავი გაზსადენი წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 951 870 გრძივი მეტრი გაზსადენი და 15 165 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. 
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში სამეგრელოს რეგიონში სულ გაზიფიცირდება 94 სოფელი, რაც მოიცავს 39 128 აბონენტს.