ჭაქვინჯსა და ძველ ხიბულაში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

19/06/2020

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებშ აშენდა 75 288 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 736 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას. სამუშაოები  7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 2 969 145 ლარი შეადგინა.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს მოსახლეობის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.