„ყარადაღ-თბილისის“ DN-700მმ მ/გ-ის რეაბილიტაცია დასრულებულია

19/11/2020
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „ყარადაღ-თბილისის“ DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მაგისტრალზე 75 მეტრი სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით და ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები განხორციელდა. ამ ეტაპზე, ბუნებრივი გაზის მიწოდება  შპს „სოკა ჯორჯია გაზის“ მიერ ეტაპობრივად განხორციელდება.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.