განცხადება

08/12/2020
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN-700მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიულ-აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 06:00დან 18:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „ენერგოკავშირის“, შპს „ყამარისა“  და   შპს „ვარკეთილაირის“ მომხმარებლებს, კერძოდ: მუხიანის I, II, III, IVა და IVბ  მიკრორაიონებს, ასევე გლდანის ხევის მიმდებარე კერძო დასახლებას. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ მუხიანის აგარაკებს, ზღვის უბანს: ავშნის, ნუშის, გობრონიძისა და ფრანგიშვილის ქუჩებს, ასევე ვარკეთილი III-ის I, II, III და IV მიკრო რაიონებსა და სოფ. პატარა ლილოს.
მომხმარებლების ინდივიდუალურ გაფრთხილებას უზრუნველყოფენ შესაბამისი ლიცენზიანტი ორგანიზაციები.
 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.