განცხადება

17/11/2020
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 19 ნოემბერს „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში  შეჭრის სამუშაოები განხორციელდება.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის წლის 19 ნოემბერს 06:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ  გარდაბნის მუნიციპალიტეტში,  „ნასა +“ და „ახალი სამგორის“ გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეეზღუდებათ შემდეგ კომერციულ ობიექტებსაც: „დენმარკი“, „სუპერგაზი იტალია“, „პრიორი“, შპს „999“, „მონო“, „სოკარ გამარჯვება“, „ტაურბან ჯორჯია“, „ბლექსიგრუპი“.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.